"რეალს" ვან დე ბეკის შესაძენი ფული არა აქვს

AutoSharing Option
"აიაქსის" ნახევარმცველი დონი ვან დე ბეკი, დიდი ალბათობით, წელს "რეალში" ვერ გადავა, - იტყობინება "მარკა".

ნიდერლანდელს "რეალში" გადაბარგება სურს, მისი აგენტიც ესაუბრა "სამეფო კლუბის" წარმომადგენლებს, რომლებმაც განუცხადეს, რომ კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო მათი შესაძლებლობები შეზღუდულია და ტრანსფერს ვერ განახორციელებენ.

ასე რომ, დე ბეკის შეძენის მთავარი პრეტენდენტი "მანჩესტერია". მანკუნიანური კლუბი მზადაა დე ბეკში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული