სეტიენი: "რეალზე" კი არა, ჩვენს თამაშზე უნდა ვიფიქროთ

AutoSharing Option
ლა ლიგის 31-ე ტურში "ბილბაოს" 1:0 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა გააკეთა.

"ეს მოგება გვჭირდებოდა. ცხადია, ამ სიტუაციაში უკეთესია, რაც ნაკლებ შეცდომას დავუშვებთ. 3 ქულა მოვიპოვეთ და ჩვენი უშუალო კონკურენტის მატჩს უნდა დაველოდოთ.

პირველ ტაიმში ბურთით ცოტა არააკურატულად ვმოქმედებდით, ვკარგავდით და ეს ძვირად გვიჯდებოდა. ვერ ვნახულობდით იმ მოქნილობას, რომელსაც ვფლობთ. მეორე ტაიმი გუნდმა გაცილებით უკეთ ჩაატარა. ფატისა და პუჩის შეცვლაზე შესვლამ მოძრაობა შეგვძინა. ბურთს უფრო ხშირად ვფლობდით. მეორე ტაიმით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მოსამატებელი გვაქვს.

გაგვიჭირდა. როდესაც მეტოქე ცოტა
თავისუფალ სივრცეს გიტოვებს, მარჯვედ და ზუსტად მოქმედება გმართებს. შესვენებამდე ამას ვერ ვახერხებდით. ვფიქრობ, ამას თანდათან შევძლებთ.

საჭიროა ვაკეთოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით. იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, მეტოქე რას აკეთებს, არამედ ჩვენ რას ვაკეთებთ. ზედიზედ 5 მატჩში არ გაგვიშვია გოლი, ეს კარგია. ერთის გარდა, ყველა ეს შეხვედრა მოვიგეთ. რაღაცები გასაუმჯობესებელი გვაქვს, მაგრამ მოძრაობა კარგია", - ციტირებს სეტიენს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
დღეს დიდებული ფეხბურთელის, ლეო მესის დაბადების დღეა! ვუსურვებთ ლეგენდას სიმხნევეს, ენერგიას, და გამძლეობას! ლეო ძალიან გვიყვარხარ შენს ფანებს, დიდი მადლობა, რომ ბევრჯერ გვაჩუქე ლამაზი სპექტაკლები. პირადად მე როგორც ბარსას ფანს, შენით მიყვარს ფეხბურთი. იმედია ბევრჯერ გაგვახარებ.
1
ხოდა მაგ შემთხვევაში ბევრი გუნდი ჩაისვრიდა, მრავლად არის მაგის მაგალითები, ბარსა კი მაინც არ კარგავს დიდებას, არ ვარ ბარსას ფანი მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს, ზუსტად მესი რო მიათრევს ეგ არის სასწაული, მესისნაირებით და მასეთი ვარსკვლავებით არის საინტერესო ფეხბურთი, აბა აგერ არის სიმეონე და მისთანანი,ღირს ეგენი რამედ!? არა მგონია რაღაც,უბრალოდ კაი მწვრთნელი უნდათ ,ბარსას რო ჭირდება ისეთი და მაგათი მომგები არ მგონია გუნდი,
ზაზა.
13:25 24-06-2020
3

სიახლეები პოპულარული