"ხიმნასია ლა-პლატას" მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა, შესაძლოა, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი გახდეს.
ეს იმ შემთხვევაში გახდება რეალური, თუ ანტონიო ტორესს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად (RFEF) აირჩევენ.
ყოფილი ფეხბურთელი და არბიტრი RFEF-ის პრეზიდენტობის კანდიდატი თებერვალში გახდა, მისი კონკურენტი კი ლუის რუბიალესი იქნება, რომელიც ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტია.
ტორესსა და მარადონას უკვე განხილული აქვთ გეგმა და შეთანხმება, პრაქტიკულად, მიღწეულია. იმ შემთხვევაში, თუ არგენტინელი დაინიშნება ნაკრების თავკაცად, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა მისი ძირითადი მიზანი იქნება.