70 მილიონ ევროდ შეძენილ ლემარს შედეგიანი აქტივობა სეზონის მანძილზე არ გაუკეთებია

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველი ტომას ლემარი შედეგიანობის მხრივ წარუმატებელ სეზონს ატარებს.

ესპანეთის ჩემპიონატი 38-ე ტურის მატჩების შემდეგ, 19 ივლისს დასრულდა. ლა ლიგის ფარგლებში ლემარმა 22 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 ყვითელი ბარათი მიიღო და არანაირი შედეგიანი აქტივობა არ ჰქონია.

ერთადერთი ტურნირი, სადაც ლემარს ჯერ კიდევ შეუძლია გოლი გაიტანოს ან საგოლე გადაცემა გააკეთოს, ჩემპიონთა ლიგაა. 1/4 ფინალურ ეტაპზე "ატლეტიკო" "ლაიფციგს" შეხვდება. თუმცა, როგორც პრიმერაში, ისევე, ჩემპიონთა ლიგაზეც, ტომასი უშედეგოდ თამაშობს.

ლემარი "ატლეტიკოში" 2018 წელს "მონაკოდან" 2018 წელს გადმოვიდა. 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი მადრიდელებს
70 მილიონი ევრო დაუჯდათ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული