"ბარსელონა" ივან რაკიტიჩს 10 მილიონად ყიდის

AutoSharing Option
"ბარსელონას" უკვე კარგა ხანია ნახევარმცველ ივან რაკიტიჩის თავიდან მოცილება უნდა და მზადაა გაყიდოს.

"ბარსას" ხელმძღვანელობამ ხორვატის სატრანსფერო ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა და 10 მილიონად უპირებს გაყიდვას, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

რაკიტიჩს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და თუ ახლა არ გაყიდეს, გაისად თავისუფალი აგენტი გახდება.

ჯერ მისი სამსახურით სერიოზულად, "სევილიას" გარდა, არავინ დაინტერესებულა.

ამ სეზონში რაკიტიჩმა 41 მატჩში 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული