8 გოლის გაშვების შემდეგ ტერ შტეგენმა პირველი განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" გერმანელმა მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ბაიერნთან" გამართულ მატჩში 8 გოლის გაშვების შემდეგ პირველი საჯარაო განცხადება გააკეთა.

"ნამდვილად რთული დროა. მომხდარის გამო ბოდიშს ვიხდი. იმედგაცრუებული ვარ. არ მინდა გამამართლებელი საბუთების ძიება - ისინი, უბრალოდ არ არსებობს. ნათელია, რომ ცვლილებები გვჭირდება,"- დაწერა გერმანელმა კიპერმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

"ბარსელონამ" 21-ე საუკუნეში საკუთარ კარში 8 გოლი პირველად მიიღო. ესპანურ პრესაში აქტიურად იწერება კლუბის პრეზიდენტი ბართომეუს, სპორტული დირექტორი აბიდალისა და მთ. მწვრთნელი სეტიენის გაშვების შესახებ, თუმცა ჯერ გა
დაწყვეტილი არაფერია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
სასაცილოა ყველაფრის სეტიენზე გადაბრალება, ლუის ენრიკე უფრო მაღალი დონის და კვალიფიკაციისა? უბრალოდ ხავი და ინიესტა ყავდათ გუნდში და ეგენი იყვნენ დირიჟორები, მესიც დაბერდა და ვეღარ ქაჩავს, ასე რომ უნდა შეეგუოთ იმას რომ ბარსას დიდება ჩაბარდა წარსულს, ისევ ის ძველი ბარსა იქნება ლიგის ოთხეულში მოსახვედრად რომ იბრძოდა.
Musenbezi
14:17 16-08-2020
10
ბართომეუ- რუსეთის პრეზიდენტად და აბიდალი- რუსეთის პრემიერად ან პირიქით.... მე მგონი არ იქნება ცუდი
ბეგო
11:20 16-08-2020
1

სიახლეები პოპულარული