"ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს წყაროზე დაყრდნობით, ჰოლანდიელი რონალდ კუმანი "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი გახდება და კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

კატალონიელების ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ კუმანი მთავარი მწვრთნელობის საუკეთესო კანდიდატია. გუშინ, 16 აგვისტოს, ბართომეუმ კიკე სეტიენის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ სეტიენთან ერთად "ბარსელონას" სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი დატოვებს. ფრანგი ფუნქციონერი "ბაიერნის" მიერ "ბარსას" 8:2 განადგურების შემდეგაც კი სეტიენს მხარს უჭერს.

რონალდი "ბარსელონაში" 1989 წლიდან 1995 წლამდე თამაშობდა. 1998 წლიდან 2000 წლამდე კუმანი კატალონიელების სამწვრთნელო შტაბში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

-31/01/3-kuman.png" border="0" alt="alt" title="კუმანმა "ბარსასთან" 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა" style="height: 50px; width: 50px;" />კუმანი უკვე ბარსელონაშია - "ბარსა" დიდი ცვლილებების მიჯნაზეა

altდღეს სეტიენს გადააყენებენ - "ბარსელონას" კუმანი ჩაიბარებს?

მკითხველის კომენტარები / 19 /
რა უბედურებაა, ჟურნალისტური გაუნათლებლობაა თუ უვიცობა, სათაური და შინაარსი თითქმის არასოდეს ემთხვევა თქვენი სტატიების.. :( ჰყავს და უყოლება ვერ გაგირჩევიათ.. სირცხვილია!!!
x x x
13:30 17-08-2020
0
აქაც პოლიტიკა ხომ არ არის? სათაური ერთს ამბობს და ტექსტი სხვას, კარგი რა...
გიორგი
11:21 17-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული