"ბარსელონამ" სუარესის შემცვლელად მაქსი გომესის შეძენა გადაწყვიტა

AutoSharing Option
"ბარსელონა" "ვალენსიას" თავდამსხმელ მაქსი გომესის აგენტს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა, - იტყობინება SER Deportivo. "ბარსას" ის გუნდიდან გასაშვებად გამზადებული ლუის სუარესის შემცვლელად სჭირდება.

ურუგვაელი გომესი "ღამურებში" 2019 წელს "სელტადან" გადავიდა, კლუბთან კი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

გასულ სეზონში მაქსიმ ყველა ტურნირზე 43 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

"ვალენსია" ფინანსურ კრიზისშია. გუნდი უკვე დატოვეს კაპიტანმა დანი პარეხომ და საყრდენმა ნახევარმცველმა ფრანსის კოკლენმა, ხოლო თავდამსხმელი როდრიგო მორენო მალე "ლიდსში" გადაბარგდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
და ეს ჯობია სიარესს?სტატისტიკას მაინც შეხედეთ
dima
22:00 26-08-2020
1
ბარსას სათავეში სატანები არიან
შაკირა
01:51 27-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული