Olé: მესის მამა ბარტომეუსთან შესახვედრად სასწრაფოდ ბარსელონაში გაფრინდა

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ლეო მესიმ "ბარსელონას" დატოვება კი გადაწყვიტა, მაგრამ ეს არც ისე ადვილი საქმეა. "ბარსა" მას უფასოდ არ გაუშვებს, დაიწყება სასამართლო გარჩევები და ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ლეოს უთხრა, რომ მისი კლუბი ვერ შეიძენს და "ბარსაში" დარჩენა ურჩია.

არგენტინული Olé იტყობინება, რომ ლეოს მამა, ხორხე მესი კერძო თვითმფრინავით როსარიოდან სასწრაფოდ ბარსელონაში გადაფრინდა (ფოტოც გამოაქვეყნა), სადაც "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუსთან თავისი შვილის გუნდიდან შესაძლო წასვლას განიხილავს.

კატალონიური კლუბის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჟორდი მესტრემ განაცხადა, რომ მსოფლიოს ისტორიაში
საუკეთესო ფეხბურთელმა წასვლის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას ფაქსით არ უნდა აცნობოს და იმედი გამოთქვა, რომ ის გადაიფიქრებს.

"რეალის" ყოფილ გენერალურ დირექტორ ხორხე ვალდანოს მიაჩნია, რომ მესი მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის და რაც მალე მიხვდება ამას "ბარსა", უკეთესი იქნება, ვინაიდან ახალი გუნდის მშენებლობა მის გარეშე უნდა დაიწყოს.

"ბარსელონას" ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა გაამხილა, რომ გუნდში ქაოსია და მესის წასვლა დიდი დარტყმა იქნება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
აბა წავიდა სერიალიიი, ისა და ნეიმარის დედაზე და მის ბოიფრენდზე არ დაგიწერიათ დიდი ხანია და მოიკითხეთ, რამე არ გამოგვრჩეს?!...
4
რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი ბარსაში. წასვლა თუ უნდა წავიდეს. ორ სამ წელიწადში ხომ მაინც დაასრულებს კარიერას? და რა ამით გუნდი დაიშლება საერთოდ? და მიკვირს კიდევ ბართომეუზე რომ არიან გამწარებული. რა მან უთხრა 8-2 წააგეთ ბავარიასთანო? თუ გადადგომაა მაშინ ყველა ფეხბურთელი წავიდეს,რადგან მოედანზე ისინი არიან პასუხისმგებელი და არა სხვები
დავით67
08:48 02-09-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული