ლა ლიგას მე-6 ტურში "ბარსელონა" სტუმრად 0:1 დამარცხდა "ხეტაფესთან". გოლი 56-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიდან ხაიმე მატამ გაიტანა.
ეს კუმანის მწვრთნელობისას "ბარსას" პირველი წაგებაა, რომელიც 7 ქულით მე-9 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 24 ოქტომბერს "კამპ ნოუზე" "რეალს" შეხვდება.
უკანასკნელად "ხეტაფეს" "ბარსელონა" დამარცხებული 2011 წლის ნოემბერში ჰყავდა და მას გარდა, რაც 2016 წელს პეპე ბორდალასე დინიშნა მწვრთნელად, ამ გუნდმა პირველად სძლია დიდი სამეულის წარმომადგენელს.
იქამდე კი "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ლაშა დვალის "ფერენცვაროშს" უმასპინძლებს.