კუმანი: "ხეტაფეს" მცველმა ისეთი სიტყვებით მომმართა, ვერც კი გავიმეორებ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა "ხეტაფეს" მცველი ალან ნიომი გუნდებს შორის გამართული მატჩის დასრულების შემდეგ მკაცრად გააკრიტიკა.

შეხვედრის ბოლოს, კუმანი "ხეტაფერს" მწვრთნელ პეპე ბორდალასთან რაღაც საკითხს განიხილავდა, როგორც აღმოჩნდა, ეს ნიომის საკითხი იყო.

"პეპეს ვუთხარი, რომ ნიომი უპატივცემულოდ მომექცა. საშინელი სიტყვებით მომმართა, ვერც კი გავიმეორებ. ბორდალასს მხოლოდ ეს ვუთხარი,"- თქვა კუმანმა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ერთერთ ეპიზოდში ნიომმა მესის სახეში იდაყვი მოარტყა, თუმცა თამაშის მთავარ არბიტრ სესარ სოტო გრადოს მცველი არც მოედნიდან გაუძევებია და არც გაუფრთხილებია.

მომზადებულია Diario Sport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ღირსი ხარ ყველაფრის კაცი მშობლიურ ნაკრებს, რომ მიატოვებ ყოფილი კლუბის გამო, უარესიც გეკუთვნის ჯერ სად ხარ.
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული