sport.es: ბართომეუ "ბარსელონას" პრეზიდენტობიდან გადადგა!

AutoSharing Option
კი ამბობდა "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოზეპ ბართომეუ, რომ თანამდებობას არ დატოვებდა, მაგრამ იძულებული შეიქნა, გადამდგარიყო, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".

გამოცემის მტკიცებით, უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების შემდეგ ბართომეუსთან ერთად დირექტორთა საბჭოს მთელი შემადგენლობა გადადგა და კლუბის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ვაშააააა! აღსრულდაააა! თუ დამიჯერებთ, მე ვარ რეალის ფანი მაგრამ კარგა ხანია, ასე არაფერი გამხარებია. და იცით რატომ? "ბარსა"-ს სისუსტე "რეალსაც" ასუსტებს, ხოლო ძლიერი ბარსა უფრო უფრო აძლიერებს "ელ გალაქტიკოს". ეს კაცი, უფრო სწორად მაჯლაჯუნა, რომელიც ტკიპასავით აჯდა ამ დიდ კლუბს და უზარმაზარი წვლილი მიუძღვის კლუბის დანგრევაში, როგორც იქნა მოსცილდა მართვის სადავეებს. იმედია, აღარასდროს მიუშვებენ მანდ და საერთოდ გადააშენებენ
fani
04:15 28-10-2020
1
ფიფია რას აპირებს ნეტა???! ბარსელონას პრეზიდენტი გადადგა ცუდი შედეგების გამო , და ჩვენთან რა ბნელაა?? ( ბლენაააა) .
Vasili
01:48 28-10-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული