"ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოზეპ ბართომეუ გადადგა, კლუბის პრეზიდენტის არჩევნები კი 40 დღიდან 90 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს. ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი ვიქტორ ფონტია, რომელმაც თავის ამბიციურ გეგმებზე ისაუბრა.
"მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო თაობის შეცვლა დიდი გამოწვევაა. განსაკუთრებით, მაღალი კონკურენციის დროს, როდესაც კლუბების პატრონები მილიარდერები არიან.
ჩვენ მძლავრი და კონკურენტუნარიანი პროექტის შექმნა გვაქვს გადაწყვეტილი და ძალიან გაგვიმართლა, რომ გვაქვს სტილი, რომელიც იოჰან კრუიფმა დაგვიტოვა. უმრავლესობა საუკეთესო პროფესიონალებისა, რომელთაც ამ სტილის ესმით, ასევე "ბარსას" ფანია. მაგალითად, გვარდიოლა, ხავი, ინიესტა
ისინი "ბარსას" ლეგენდები გახლავთ და პროექტის განსახორციელებლად მათი დაბრუნება გვჭირდება.
მესი ამ პროექტის ნაწილი იქნება, რომლის მიზანი ჩემპიონთა ლიგის შემდეგი გათამაშების მოგებაა. თუ ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვეთ, მესის გუნდში დატოვებას შევძლებთ", - ციტირებს ფონტს "დეილი მეილი".