"მადრიდის რეალის" ორ ფეხბურთელს, ედენ აზარსა და კაზემიროს, კოვიდ ტესტზე დადებითი პასუხი მოუვიდათ.
ორივე ფეხბურთელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. გუშინდელი ტესტის მიხედვით, დანარჩენ ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს პასუხად უარყოფითი მოუვიდათ.
რა თქმა უნდა, ორივე ფეხბურთლი სანაკრებო პაუზის დროს ჩასატარებელ მატჩებს გამოტოვებს.
საკმაოდ დიდი დანაკლისი იქნება ეს ორივე ნაკრებისთვის, რადგან მათ წინ საკმაოდ რთული მატჩები ელოდება. ბელგია ინგლისსა( 15 ნოემბერი ) და დანიას ( 18 ნოემბერი ) შეხვდება, ხოლო ბრაზილია ვენესუელასა ( 14 ნოემბერი ) და ურუგვაის ( 18 ნოემბერი ).
15:50 07-11-2020
"მადრიდის რეალის" ორი ლიდერი კოვიდინფიცირებულია
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული