"ბარსა" რეანიმაციაშია, თუ პრეზიდენტი გავხდები, ხავი აპრილში აქ იქნება - ამბობს ვიქტორ ფონტი

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა ვიქტორ ფონტმა თავისი პროექტის პრეზენტაციაზე კატალონიური კლუბის ეკონომიკურ სიტუაციასა და თავის გეგმებზე ისაუბრა.

"ბარსა" მატარებელია, რომელიც 200 კმ/სთ სიჩქარით მიჰქრის და კედელს უნდა შეეჯახოს. ჩვენ რეანიმაციაში ვიმყოფებით.

თუ პრეზიდენტად ამირჩიეს, მეორე დღეს, 25 იანვარს, ხავი მთელი ჩვენი ეკონომიკური პროექტის გაანალიზებას დაიწყებს. როგორც კი აპრილში კატარში სეზონი დასრულდება, ის შემოგვიერთდება.

ხავის მიზანი "ბარსელონას" მწვრთნელობაა. გვინდა ის საფეხბურთო სტრუქტურაზე პასუხისმგებელი იყოს. საკვანძო გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი ძალაუფლება ექნება. როდესაც "ბარსელონას" მწვრთნელის რანგში
დასჭირდება, მაშინვე სათავეში ჩაუდგება გუნდს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ფონტმა, ხომ წაიღო, ტვინი რა? ეს რა იციან არჩევნების წინ "ზღაპრული დაპირებების" ავანსად გაცემა?! მოვლენ და მერე ვისღა ახსოვს ეს "ოქროს კოშკების" დაპირებები? გეყოთ რა?
barsa
12:42 09-01-2021
0

სიახლეები პოპულარული