რონალდო "რეალში"?! აგენტი და კლუბი ტრანსფერს განიხილავენ

AutoSharing Option
სავსებით შესაძლებელია, ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო მადრიდის "რეალში" დაბრუნდეს.

როგორც El Chiringuito იტყობინება, პორტუგალიელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა "თეთრების" ხელმძღვანელობასთან რონის მადრიდულ გრანდში დაბრუნების შესაძლებლობა განიხილა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბიანკონერი" მზადაა 36 წლის თავდამსხმელს 60 მილიონ ევროდ შეელიოს.

კრიშტიანო მადრიდის "რეალში" 9 წლის განმავლობაში გამოდიოდა. ის 450 გატანილი გოლით კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. "ბლანკოსთან" ერთად რონალდომ 4 ჩემპიონთა ლიგა და 2 პრიმერა დივიზიონი მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
5 ჩემპიონთა ლიგა დაწერეთ სწორად
მერაბი
17:20 13-03-2021
0
ხვიჩა რეალში, რონალდო რუბინში!
aburjga
18:16 12-03-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული