კუმანს ჰოლანი არ აინტერესებს - მას სხვა ფორვარდი სურს...

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს საკუთარ გუნდში "დორტმუნდის" ფორვარდი ერლინ ჰოლანის ხილვა არ სურს და სხვა ფორვარდით არის დაინტერესებული.

როცა ნორვეგიელი თავდამსხმელით მსოფლიოს წამყვანი კლუბები არიან აღფრთოვანებული, ნიდერლანდელს საკუთარ გუნდში "ინტერის" ფორვარდი რომელუ ლუკაკუს ხილვა უნდა.

"ბარსელონას" ახალი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა განსხვავებულ პოზიციაზეა და ჰოლანის ხელში ჩასაგდებად ყველაფრის გაკეთებას აპირებს, თუ საჭირო გახდა, "ბლაუგრანას" რამდენიმე ფეხბურთელიც დაემშვიდობება.

თავის მხრივ, "ინტერი" ბელგიელი შემტევის გაყიდვას არ აპირებს, თუმცა კუმანს მაინც ის ურჩევნია. ჰოლანდიელი დამრიგებელი ლუკაკუსთან ერთად 2016/17 წლებში "ევერტონში"
მუშაობდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლუკაკუ? არვიცი, არვიცი...
გუიო
22:09 14-03-2021
0
ლაპორტა სწორს იზავს სასწრაფოდ გაუშვას კუმანი, დასაკარგი დრო აღარაა და ეს კუმანი ტორმუზია მეტი არაფერი. ხედვა ამას არა აქვს, სელექციის უნარი ფა ტაქტიკისაც არაფერი გაეგება. ფეხბურთელებთან ურთიერთობის დალაგებაც უჭირს
ლევანი
22:03 14-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული