მადრიდში სიტუაცია კარგად გაანალიზეს,პერესს ორივეს დამატება სურს,თუმცა კრიზისის გამო არ გამოსდის

AutoSharing Option
როდესაც საქმე ტრანსფერს ეხება როგორც წესი ფეხბურთელისთვის გარდამტეხი ფაქტორი ფული/შემოსავალი გახლავთ. მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ სიტუაცია კარგად გააცნობიერა, ისინი ხვდებიან, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავების დამატებაში მათ სხვა ევროპული გრანდები შეეცილებიან.

კილიან მბაპესა და ერლინ ჰოლანის დამატებისთვის ბრძოლაში ესპანელებმა კარგად იციან, რომ ფავორიტი სხვა კლუბები არიან, თუმცა "სამეფო კლუბს" გააჩნია ის, რაც სხვას არა, ეს ემოციური ფაქტორი გახლავთ. მაგალითად, მბაპესთვის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო გახლავთ, პერესს კი შეუძლია ფეხბურთელს 7 ნომრიანი მაისური მისცეს და ამით მას ის ბედნიერება მიანიჭოს, რასაც სხვაგან ვერ იპოვის.

"რეალის" ხელმძვანელობას სუპერსტარების გაფორმება სასწრაფოდ სურს, რადგან ნათელია უკვე, რომ ევროპაში ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს დომინანტობის ხანა უკვე გადადის და ფრონტზე ახალგაზრდების დრო მოდის.

კილიან მბაპეს მადრიდელებს 2017 წლის ზაფხულის შემდეგ უკავშირებენ, ფრანგმა კარგად იცის, რომ ესპანური კლუბი მას მთელი გულით ელოდება.

პსჟ-ს მფლობელი კილიანს კლუბში დარჩენის შემთხვევაში მილიონობით ანაზღაურებას სთავაზობს, თუმცა ფრანგი კონტრაქტის განახლებას არ ჩქარობს, არადა დრო იწურება, შეგახსენებთ, მბაპე თავისუფალი აგენტი 2022 წლის ზაფხულში გახდება.

როგორც ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობამ, ასევე ვარსკვლავმაც, ორივემ კარგად იციან, რომ ბოლო წლისთვის კონტრაქტზე მოლაპარაკება არ შეიძლება, რადგან ვერ შეთახნმების შემთხვევაში სუპერსტარის გაშვება უფასოდ მოუწევთ, ამიტომ კილიანმა კონტრაქტი ან უნდა გაახანგძლივოს, ან გუნდიდან წავიდეს.

ამ ყველაფერს დრო გვაჩვენებს, რაც შეეხება ერლინ ჰოლანს, აქ სიტუაცია ძალიან განსხვავებულია. ნორვეგიელის "დორტმუნდში" გადასვლიდან 1 წლისა და 3 თვის შემდეგ 20 მილიონი ევროდან 6/7-ჯერ გაძვირდა. შეგახსენებთ, გერმანიელებმა ერლინი 20 მილიონ ევროდ იყიდეს.

მისი ბორუსიაში გადასვლა მიიჩნეოდა, როგორც ნაბიჯი პროგრესისკენ, თუმცა ეს წინსვლა ზედმეტად სწრაფად ამუშავდა და ახალგაზრდა ვარსკვლავს მსურველების რიგი დაუდგა.

მადრიდის "რეალს" სჯერა, რომ ნორვეგიელის დამატებას შეძლებენ, თუმცა თავდაპირველი მოლაპარაკებები "დორტმუნდთან" უნდა დაიწყოს.

ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი პერესი სხვადასხვა გეგმას განიხილავს, რათა "სამეფო კლუბში" ორი სუპერ ახალგაზრდა მიიყვანოს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნეტა გილანი ბარსაში გადავიდეს და მბაპე რეალში მესი რონალდოს გაგრძელებასავით იქნებააა
Barcaaa
17:57 20-03-2021
3
სუპერ სტარს სუპერ ვარსკვლავის წერა არ ჯობია :)
L.J.
15:00 20-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული