"მარკას" ცნობით, ესპანეთის კონგრესში განიხილეს და დაგმეს ევროპის სუპერლიგის შექმნა.
მემარცხენე საარჩევნო ალიანსის - Unidas Podemos ("ჩვენ ერთად შეგვიძლია") წარმომადგენელმა ანტონ გომეს-რეინომ სუპერლიგაში გაერთიანებული "ბარსელონას", "რეალისა" და "ატლეტიკოს" ლა ლიგიდან მოკვეთის წინადადება წამოაყენა.
ამავე ალიანსის კიდევ ერთმა წევრმა ჟაუმე ასენსმა განაცხადა, რომ ყველაფერი "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის ინიციატივით მოხდა და ეს დიდი კლუბების ინტერესებს ემსახურება, მოკრძალებულ გუნდებს კი აზარალებს.

პარტია Más País-ის წარმომადგენელმა ინიგო ერეხონმა საჭიროდ ჩათვალა, ევროკომისიას მიმართონ, რათა დაადგინონ, სუპერლიგა არღვევს თუ არა ესპანეთში შეჯიბრებების ჩატარების წესს.
მათ
მხარი გალისიელმა, ვალენსიელმა და ბასკმა კონგრესმენებმა დაუჭირეს.
დეპუტატთა კონგრესი ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატაა, რომელშიც 350 წევრია.
მათ
დეპუტატთა კონგრესი ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატაა, რომელშიც 350 წევრია.