"ანჩელოტის "რეალის" გარეშე ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ეს მოხდა..." - რამოსის "გალაქტიკური" ზღაპარი დასასრულს უახლოვდება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალში" დაბრუნებულ კარლო ანჩელოტის პირველივე პრესკონფერენციაზე არასასიამოვნო თემაზე მოუწია საუბარი. ჟურნალისტებმა იტალიელ სპეციალისტს სერხიო რამოსის მომავალზე ჰკითხეს. შეგახსენებთ, ესპანელ მცველს კლუბთან კონტრაქტი მალე გასდის, თუმცა ფეხბურთელსა და "ბლანკოსის" ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ვერ შედგა.

რატომღაც კარლომ რთულ შეკითხვას საკმაოდ ცივად უპასუხა:

"მე "რეალი" კარგად ვიცი, რა მდგომარეობაშიც უნდა იყოს ის, მაინც ყველა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ამიტომ ჩვენ საუკეთესო გუნდის ჩამოყალიბებას ვცდილობთ.

მე ახლახან ჩამოვედი, უახლოეს დღეებში კი გუნდის გაფილტვრაა საჭირო. ერთ დროს ანჩელოტის "რეალის" გარეშე ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ
ეს მოხდა".

კარლო "ბლანკოსის" სათავეში 2013-15 წლებშიც იმყოფებოდა, რა დროსაც ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

წყარო: football.ua

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული