"ბარსელონამ" ახალი "ათიანი" შეარჩია

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს თქმით, მას შემდეგ, რაც ლიონელ მესიმ გუნდი დატოვა, "ბარსელონა" მზადაა ბრაზილიელ კოუტინიოს უკანასკნელი შანსი მისცეს.

კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ ფილიპე მოედანზე მეტ თავისუფლებას მიიღებს. ამასთან ერთად, კოუტინიო მომდევნო სეზონიდან 10-ნომრიან მაისურს მოირგებს. შეგახსენებთ, 13 წლის განმავლობაში ეს ნომერი მესის ეკუთვნოდა.

ფეხბურთელი კი თვლის, რომ ეს მასზე უფრო დიდ ზეწოლას მოახდენს. ამიტომ შესაძლოა საერთოდაც უარი თქვას ამ პრესტიჟულ და მეტად საპასუხისმგებლო ნომრით თამაშზე. ყველაფერს დრო გაარკვევს, მანამდე კი შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ კლუბის
ახალი "ათიანი" უკვე შეარჩია.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 12 /
მესის წასვლამ დაგვანახა რამდენი მესის პერსოფანი ყოლია კლუბს..
ბარსა არც მესით დაწყებულა და არც დამთავრდება მეგობრებო,აი იმ მილიარდიანმა ვალმა კი შეილება მართლა დაამთავროს..
ჰაიაბუსა
09:55 19-08-2021
2
ერასტი კუმანის ძმაა
ზორბეგი
02:15 19-08-2021
0

სიახლეები პოპულარული