3 ალტერნატიული ვარიანტი - "რეალი" მბაპეს რამდენიმე სათამაშო ნომერს სთავაზობს

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, კილიან მბაპე კარიერას მადრიდის "რეალში" განაგრძობს.

"ბლანკოსის" ხელმძღვანელობას სურს, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანის 5-ნომრიანი მაისურით იასპარეზოს. კილიანს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება 19 და 23-ნომრიანი ზედაც აირჩიოს.

5-ნომრიან მაისურს ამ მომენტისთვის ჟესუს ვალეხო ფლობს. თუ ესპანელი ნომრის გადაცემაზე უარს იტყვის, მაშინ "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას სხვა ვარიანტის შერჩევა მოუწევს.

შეგახსენებთ, თუ მადრიდელები ტრანსფერის გაჩარხვას მოახერხებენ, მისი წარდგენა 10 სექტემბერს შედგება.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული