ეტოომ "ატლეტიკოსთან" შეხვედრის წინ "ბარსას" ფეხბურთელები შეაგულიანა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა შემტევმა, სამუელ ეტოომ "ბლაუგრანასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის გასამართი შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"კუმანის მომავალი? ამ საკითხს "ბარსას" ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, მე ვერაფერს გეტყვით. სამწუხაროდ, "ბენფიკასთან" თამაში ვერ ვნახე, რადგან თვითმფრინავით ვმგზავრობდი. "როხიბლანკოსთან" თამაში მათთვის შანსია, რადგან თავიანთი სიამაყის ნაწილი ოდნავ მაინც დაიბრუნონ, მათ მოედანზე ყველაფერი უნდა გააკეთონ, ვინაიდან აჩვენონ, რომ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებმა უნდა გაიმარჯვონ და შეიგრძნონ ეს გრძნობა...

რაც შეეხება "ატლეტიკოს", ჩემი აზრით მათ ესპანეთის მასშტაბით საუკეთესო გუნდი ჰყავთ, დიახ, სიმეონეს შეგირდები
"ვანდა მეტროპოლიტანოს" მოედანზე ფავორიტები იქნებიან, თუმცა "ბლაუგრანა" საკუთარი სახელიდან გამომდინარე საკუთარ სიტყვას ყოველთვის იტყვის" - განაცხადა Sport.es-თან ინტერვიუში კამერუნელმა ფორვარდმა.

შეგახსნებთ, ლა ლიგის მე-8 ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "ბარსელონას" მასპინძლობს, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ კატალონიელები დადებით შედეგს ვერ დააფიქსირებენ, კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ნიდერლანდელ სპეციალისტს დაითხოვს.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

altეტო'ოს ხუმრობამ შესაძლოა გულშემატკივრების ბრაზი გამოიწვიოს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული