"ალ სადი" ხავის არ უშვებს: "ყველა თავმოყვარე კლუბი ასე იზამდა!"

AutoSharing Option
ყატარულმა "ალ სადმა" განცხადება გაავრცელა, რომელშიც გავრცელებულ თემაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ხავი, შესაძლოა, სათავეში "ბარსელონას" ჩაუდგეს.

ყატარელების მიერ გავრცელებულ ტექსტში იგრძნობა, რომ გუნდს ხავის გაშვების დიდი სურვილი არ აქვს.

"ხავის "ალ სადთან" 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. ის გუნდის მომავალ მატჩებზეა სრულად კონცენტრირებული და ტიტულის დაცვა სურს.

თუნდაც იყოს ორმხრივი სურვილი კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელებისა, მას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და არცერთი თავმოყვარე გუნდი მწვრთნელს ასე უბრალოდ არ გაუშვებს,"- ვკითხულობთ განცხადების ტექსტში.

იქამდე, კატალონიური გამოცემები წერდნენ, რომ ხავი "ალ სადს" მოელაპარაკა,
"ბარსელონასთვის" მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა - 1 მილიონი არ მოეთხოვა და არაბებიც დათანხმდნენო...

მაგრამ, როგორც ჩანს, ქატარული კლუბი ესპანელთან მხოლოდ "მეგობრულ" განშრებას არ დათანხმდება და "ბარსელონას" გარკვეული თანხის გადახდა მაინც მოუწევს.


მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული