"ბარსელონა" კუმანსა და სეტიენს საკომპენსაციო თანხებს გაუსტუმრებს

AutoSharing Option
"ბარსელონა" ყოფილ მწვრთნელებს - რონალდ კუმანსა და კიკე სეტიენს კონტრაქტების გაწყვეტის გამო საკომპენსაციო თანხებს გადაუხდის.

კუმანს 12 მილიონი ევრო ერგებოდა, მაგრამ მოლაპარაკების შემდეგ 10 მილიონი ევროს მიღებას დათანხმდა.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა "ბარსელონა" 2020 წლის აგვისტოში კიკე სეტიენის გადაყენების შემდეგ ჩაიბარა და ამა წლის 28 ოქტომბერს დაითხოვეს სამუშაოდან.

ჯერ კიდევ არ მიუღია საკომპენსაციო ფული სეტიენს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას შეიძლებოდა 14 მილიონი მიეღო, თუმცა საბოლოოდ 4 მილიონს დაყაბულდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაპორტა! მესის კუთვნილ ვალს "გუნდის ერთგულებისთვის" როდის გადაუხდით? მეორეც:საპრეზიდენტო არჩევნებში მესის სახელი, რომ დაგეხმარა და ისე მოჯექი მაგ თანამდებობაზე, ესეც თავისებურად შენთვის ვალია, მაგრამ შენნაირი ფლიდები, რისი გადამხდელები ხართ?
ფუ ვერ გიტან, ლაპორტა!
21:19 01-12-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული