"ბარსელონელი" უსმან დემბელე არაერთ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა როგორც ცნობილია ევროპულმა გრანდებმა ფრანგ გარემარბზე უარი თქვეს.
ESPN-ის ცნობით, შემტევით ყველაზე მეტად ლონდონური "ჩელსი" და "ტოტენჰემი" ინტერესდებოდნენ, თუმცა ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილმა ხელფასმა (სეზონში 8 მილიონი გადასახადების გარეშე) სიტუაცია შეცვალა.
ამ მიზეზის გამო მსოფლიოს ჩემპიონზე ნადირობას ფრანგული "პარი სენ ჟერმენიც" ჩაეხსნა. როგორც ჩანს, შესაძლო ახალ კლუბში დემბელე შედარებით ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში "ბლაუგრანასთან" მოუწევს კონტრაქტის გახანგძლივება.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით