ბეილმა შეიძლება კარიერა აშშ-ში გააგრძელოს

AutoSharing Option
"რეალიდან" წასვლის შემდეგ გარეთ ბეილმა შეიძლება კარიერა აშშ-ში გააგრძელოს. ფეხბურთელის წარმომადგენელთან მოლაპარაკებას "დი სი იუნაიტედი" აწარმოებს, - იტყობინება "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტი სტივენ გოფი.

მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მაგრამ ჯერ შედეგი ვერ გამოიღო. ამერიკული კლუბი უელსელს იმაზე მაღალ ხელფასს სთავაზობს, რამდენსაც ადრე უეინ რუნის უხდიდა, რომელიც ამ გუნდში ორი წელი თამაშობდა.

32 წლის ბეილი "რეალის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს, ზაფხულში კი თავისუფალი აგენტი გახდება. მან ამ სეზონში ლა ლიგის 5 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული