"ბილდის" ცნობით, "ბაიერნმა" "ბარსელონას" თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის 45+5 მილიონ ევროდ მიყიდვაზე უარი უთხრა.
მიუნხენური კლუბი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს მოლაპარაკებას, თუ "ბარსა" 50 მილიონს შესთავაზებს.
sueddeutsche იტყობინება, რომ "ბარსელონას" სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი ძალიან ბრაზდება, როდესაც მის ზარს "ბაიერნის" ხელმძღვანელობა არ პასუხობს. აგრეთვე გაუფუჭდა ურთიერობა ფეხბურთელის აგენტ პინი ზაჰავის "ბაიერნის" ხელმძღვანელობასთან, რამაც შეიძლება ტრანსფერი გაართულოს.
ლევანდოვსკიმ გასულ სეზონში კლუბში 50 მატჩში 46 გოლი გაიტანა.