El Nacional-ის ცნობით, 34 წლის საყრდენი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს.
კატალონიური კლუბი ფინანსური პრობლემების გადაჭრას ფეხბურთელებისთვის ხელფასების მნიშვნელოვნად შემცირებით გეგმავს, ბუსკეტსი ანაზღაურების მხოლოდ ნაწილობრივ შემცირებაზე დათანახმდა და მომავალი წლის ზაფხულში, როდესაც კონტრაქტი დაუსრულდება, გუნდს გამოიცვლის.
ბუსკეტსმა ადრე ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი განაცხდა და შეიძლება კარიერა აშშ-ში გააგრძელოს.