"ბარსელონა" პიკეს შემცვლელის დამატებას "ბილბაოდან" უფასოდ გეგმავს

AutoSharing Option
Mundo Deportivo იუწყება, რომ თუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჟერარდ პიკე "ბარსელონას" დატოვებს, კატალონიელები "ბილბაოს" მცველის, ინიგო მარტინესის შეძენას შეეცდებიან.

"ბლაუგრანამ" მიმდინარე სეზონის დაწყების წინ ვეტერან ესპანელ უკანახაზელს აცნობა, რომ ნაკლები სათამაშო დრო ექნებოდა და თუ გუნდის თამაშების 35%-ში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, კონტრაქტს არ გაუგანგრძლივებდა.

ყველაფერ ამის მიუხედავად, პიკემ "ნოუ კამპზე" დარჩენა და ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლა არჩია.

რაც შეეხება 31 წლის მარტინესს, მას ბასკურ გუნდთან კონტრაქტი ამ სეზონის შემდეგ ეწურება და მის გახანგრძლივებას ჯერჯერობით არ ჩქარობს...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული