27 წლის ფრანგი უკანახაზელი გაზრდილ გასამრჯელოს ითხოვს, რაზეც მადრიდული გუნდი არ თანხმდება.
მენდის მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებს და თუ "სამეფო კლუბი" მის შემცვლელს მომავალ ზაფხულს მონახავს, ფრანგს გაასხვისებს.
მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ლა ლიგის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
AS-ის ინფორმაციითვე, ზაფხულში "რეალს" სავარაუდოდ, კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს. 32 წლის გერმანელი ტონი კროოსი "ბლანკოსთან" შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებს და სავარაუდოდ, ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.