"ბარსელონამ" მოიგო და "რეალს" 6 ქულით გაექცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-18 ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ხეტაფე" 1:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყების წინ "ხეტაფემ" "ბარსას" ესპანეთის სუპერთასის მოგების გამო დერეფანი გაუკეთა. თამაში დიდად სანახაობრივი არ გამოდგა, მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.

"ბარსელონა" "ბაიერნთან" 0:3 წაგების შემდეგ 11 შეხვედრაში დაუმარცხებელია - 9 მოგება და 2 ფრე.

17 ჩატარებული მატჩის შემდეგ "ბარსელონა" 44 ქულით ლიდერია, "რეალს" 6 ქულით უსწრებს და 28 იანვარს, პრიმერაზე გასვლაზე "ჟირონას" დაუპირისპირდება, იქამდე კი 26 იანვარს თასზე "სოსიედადს" უმასპინძლებს.

დღეს "რეალი" სტუმრად "ბილბაოს" შეხვდება და "ბარსასთან" ჩამორჩენის
შემცირებას შეეცდება.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 79 814 მაყურებელი
ბარსელონა - ხეტაფე 1:0
გოლი: პედრი (35)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული