"სამეფო გუნდის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ესპანეთის სუპერთასზე "ბარსელონასთან" მარცხითა და ლა ლიგაში "ბლაუგრანასთან" 8-ქულიანი ჩამორჩენით ძალიან უკმაყოფილოა, თანაც მას თამაშის ხარისხიც არ მოსწონს.
"ბლანკოსმა" ახლა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე უნდა იასპარეზოს და შესაძლოა, 63 წლის იტალიელის მომავლისთვის ეს ტურნირი ერთ-ერთი გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.
8 თებერვალს "რეალის" მეტოქე ნახევარფინალში "ალ-აჰლი" იქნება.