კროოსი "რეალთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს - ანჩელოტიმ თქვა, რომ ის კარიერას "სამეფო გუნდში" დაასრულებს
AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ტონი კროოსი გუნდთან ახალ 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.
"სამეფო გუნდის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გერმანელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და თქვა, რომ კროოსი კლუბის ლეგენდა და უმაღლესი დონის მოთამაშეა.
იტალიელმა ასევე აღნიშნა, რომ კროოსი კარიერას "რეალში" დაასრულებს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.