შეთანხმება მიღწეულია - ბელინგემი ზაფხულში "რეალის" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "რეალმა" "დორტმუნდთან" შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც ჯუდ ბელინგემი ზაფხულში "სამეფო გუნდის" ფეხბურთელი გახდება.

დაიწერა იმის შესახებაც, რომ 19 წლის ფეხბურთელი მადრიდელებთან 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 100-120 მილიონი ევრო იქნება.

ბელინგემმა მიმდინარე სეზონში "დორტმუნდის" ფორმა 40 შეხვედრაში მოირგო, სადაც 11 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მარკამ ჯერ მბაპე გადაიყვანა შარშან რეალში და ეხლა ბელინგემი.
mamia
03 მაისი 2023 18:08
1
მშვენიერი შენაძენია. ძაან ნიჭიერია. ეხლა ფლანგის მცველებზე ვიზრუნოთ და შემტევზე. ის შემტევი სამი წელია მოდის და მოდის მაგრამ ვერ მოაღწია ჩვენამდე. ეგაც თუ გადმოვიდა იდეალური გუნდი გვექნება.
მურთო
03 მაისი 2023 17:52
6
შარშან მბაპეზე იყო პერესი გადართული, თორემ ჰალანდს უეჭველი გაიფორმებდა, არც ისე ძვირი დაუჯდა სიტის მისი შეძენა, მაგარ გუნდს აშენებს ფლორენტინო, ორივე ფლანგზე ახალგაზრდა მცველებიც თუ დაიმატა ჩათვალე დამანგრეველი გახდება რეალი მომავალ სეზონში
მამუკა
03 მაისი 2023 20:47
0

სიახლეები პოპულარული