სერხი რობერტომ დუბლი შეასრულა, რაფინიამ კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, უამრავი მომენტი ვერ გამოიყენეს, ორჯერ დაწინაურდნენ, მეტოქემ ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება კატალონიურ გუნდს დარჩა.
„ბარსელონა“ 38 ქულით მესამე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 4 იანვარს პამპლონაში „ოსასუნასთან“ ჩაატარებს.
- "ბარსამ" მიმდინარე ჩემპიონატზე უკვე 21 გოლი გაუშვა - იმაზე მეტი, ვიდრე მთელ გასულ სეზონში.
- სერხი რობერტომ კატალონიურ გუნდში ჩატარებულ 357 მატჩში პირველად შეასრულა დუბლი.
ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“. 34 471 მაყურებელი
ბარსელონა - ალმერია 3:2
გოლები: 1:0 რაფინია (33), 1:1 ლეო ბაპტისტაო (41), 2:1 სერხი რობერტო (60), 2:2 გონსალესი (71), 3:2 სერხი რობერტო (83)