![](https://sportall.ge/pictures/image5/3d327e7b1c02aad2f50948861f10e2b2.jpg)
ლა ლიგის 26-ე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „ხეტაფეს“ 4:0 სძლია.
მას შემდეგ, რაც მწვრთნელმა ხავიმ თქვა, რომ სეზონის დასრულებისთანავე „ბარსას“ დატოვებს, მისმა გუნდმა ყველა ტურნირზე 6 მატჩიდან 4 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
„ბარსელონა“ ამ მომენტისთვის 57 ქულით მესამე ადგილზეა და 4 მარტს სტუმრად „ბილბაოს“ შეხვდება.
ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“
ბარსელონა - ხეტაფე 4:0
გოლები: 1:0 რაფინია (20), 2:0 ფელიქსი (53), 3:0 დე იონგი (61), 4:0 ფერმინი (90+1)