თამაში თოფურიამ დაიწყო, გოლი მოდრიჩმა გაიტანა - "რეალს" მამარდაშვილის "ვალენსია" ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 26-ე ტურში „რეალმა“ სახლში „სევილია“ 1:0 დაამარცხა.

ბურთი თამაშში სიმბოლურად UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ შეიყვანა, რომელმაც საჩემპიონო ქამარი წარადგინა და გულშემატკივრების ოვაციები დაიმსახურა.

გოლი 75-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა მოდრიჩმა 81-ე წუთზე გაიტანა. „სამეფო კლუბი“ ჩემპიონატზე ბოლო 20 მატჩში დაუმარცხებელია - 15 მოგება და 5 ფრე.

„რეალი“ 65 ქულით ლიდერია და 3 მარტს „მესტალიაზე“ „ვალენსიას“ შეხვდება.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - სევილია 1:0
გოლი: მოდრიჩი (81)

მკითხველის კომენტარები / 1 /
მარჯვენა მუშტი ხომ აქვს კუალდასავით და მარჯვენა ფეხიც რა იღბლიანი ჰქონია, პერესის ვიყო ყველა თამაშს ილიას გავახსნევინებდი))))
მამუკა
06:03 26-02-2024
3

სიახლეები პოპულარული