"ვინისიუსი პროვოკატორი და პინოქიოა" - "ვალენსიას" გულშემატკივრებმა ბრაზილიელის მიმართ თავიანთი დამოკიდებულება ვერ დამალეს

AutoSharing Option
ლა ლიგის 27-ე ტურში "ვალენსიასა" და "რეალის" მატჩი 2:2 დასრულდა. სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა ვინისიუსმა დუბლი შეასრულა. მის მიმართ მასპინძელთა გუნდის გულშემატკივრებს განსაკუთრებულად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, რაც კიდევ ერთხელ გამოხატეს.

ESPN Brazil-მა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სტადიონზე ბავშვმა ვინისიუსს მაიმუნი უწოდა. ქალმა, რომელმაც ეს ვიდეო გადაიღო და რომელიც ბავშვის გვერდით იჯდა, თქვა, რომ ტრიბუნაზე პოლიცია გამოიძახეს. ამასთან დაკავშირებით ლა ლიგა გამოძიებას აწარმოებს.

"ღამურების" გულშემატკივრების გაერთიანებულმა ორგანიზაციამ Libertad VCF-მა 20 ათასი პოსტერი გაამზადა და არენაზე ხელში ეჭირათ, რომელზეც კლუბის პრეზიდენტ პიტერ ლიმს სახლში
წასვლისკენ მოუწოდებდნენ და ვინისიუსი პინოქიოს გამოსახულებით ეხატა.

ვალენსიას მერმა მარია ხოსე კატალამ ჟურნალისტ პაკო ლორეტის პოსტი გააზიარა: "მორიგი დაძაბული მატჩი. "მესტალია" დამარცხების ნახვას არ იმსახურებდა. "ვალენსია" გმირული იყო.

მადრიდელთა შვიდიანი პროვოკატორი, უხეში, კონფლიქტის მაძებარი და მეტოქის და მისი ქომაგების მიმართ გამომწვევია. სამარცხვინო საქციელია".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ვეთანხმები.ზუსტად ასეთივე რეაქცია და შეფასება მქონდა მეც,ერთ რიგით ქართველ მაყურებელს,როცა ვინისიუსის მიერ, გატანილი გოლების სამარცხვინო,მართლაც პროვოკაციულ აღნიშვნას ვუცქერდი.აღმაშფოთებლად გამომწვევად აღიქმებოდა ეს ტელევიზორით ფა წარმომოდგენია სტადიონზე შეკრებილ ათიათასობით ვალენსიელთა რეაქცია...
დრანდელი
20:18 03-03-2024
5
ვუყურებ როგორ თამაშობს ფეხბურთს და აღტაცებული ვარ.ვუყურებ,როგორ იქცევა მოედანზე და მეზიზღება.ანჩელოტიმ მასთან ბევრი იმუშავა და ვარსკვლავის დონის ფეხბურთელად გახადა,ვფიქრობ შეეცდება,მისგან წესიერი კაციც დააყენოს.ჩემი აზრით,ეს გაცილებით მძიმე ამოცანაა.
სოსო
22:00 03-03-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული