გუტი ლუნინს "რეალის" მთავარ მეკარედ ხედავს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გუტიმ განაცხადა, რომ "სამეფო გუნდის" კიპერ ანდრეი ლუნინს შეუძლია, მომავალში "ბლანკოსის" მთავარი კარის დარაჯის როლი მოირგოს.

"ლუნინს კონტრაქტს გავუგრძელებდი და დამსახურებულ გასამრჯელოს მივცემდი. ეს წელი მისთვის რთული იყო, მაგრამ მისი ნდობა დაიწყეს და ვიმედოვნებ, რომ უკრაინელს არანაირი ტრავმა არ ექნება.

რატომაც არა? - მას მომავალში "რეალის" მთავარ მეკარედ ვხედავ", - თქვა ლუნინმა.

ინფორმაციისთვის, "სამეფო გუნდის" კარის დარაჯმა ტიბო კურტუამ სეზონის დასაწყისში ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად კეპა არისაბალაგა დაიმატეს, თუმცა ლუნინმა შეძლო და მთავარი კიპერის როლი
მოიპოვა, ბელგიელი კი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლუნინი საკმაოდ კარგი მეკარეა,ისევე როგორც ჩვენი მამარდა.ჩემი აზრით ორივე თანაბარი დონისაა და შეუძლიათ მომავალში ევროპის ტოპ 10 მეკარეში მოხვედრა.კურტუა კიდევ როგორ ფორმაში იქნება ამდენი ტრავმის შემდეგ არავინ იცის,მაგრამ მასზე უფრო რთული ტრავმა ჰქონდა ნოიერს თავის დროზე და დღეს ისევ ერთ-ერთი საუკეთესოა.
მეზღვაური
17:07 20-03-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული