
"არდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება და ეჭვგარეშეა, რომ მომავალ სეზონში აქ იქნება. მას შეეძლო უფრო ადრე დაეწყო თამაში, რადგან ვარჯიშზე თავს კარგად იჩენს. ის ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ნელ-ნელა გაიგებს, რა როლი აქვს ამ გუნდში", - თქვა იტალიელმა.
მიმდინარე ლა ლიგაში 19 წლის გულერმა 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.