მორატა უნდა შეცვალოს - დოვბიკი კარიერას "ატლეტიკოში" განაგრძობს

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ცნობით, "ჟირონასა" და უკრაინის ნაკრების ფორვარდმა არტიომ დოვბიკმა თავისი კლუბის ბოლო ვარჯიში გამოტოვა და მადრიდში გაემგზავრა.

27 წლის თავდამსხმელი ძალიან ახლოსაა "ატლეტიკოში" ტრანსფერთან, სადაც "მილანში" გადასული ალვარო მორატა უნდა შეცვალოს.

გასული სეზონი უკრაინელს "ჟირონას" შემადგენლობაში ბრწყინვალე ჰქონდა. მან ჯამში ყველა ტურნირზე 41 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 25 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული