ჯერ "ოქროს ბურთი", მერე შესაძლოა საუდის არაბეთი - ვინისიუსი ამ ზაფხულს არსად წასვლას არ აპირებს

AutoSharing Option
ESPN-ის ცნობით, "რეალის" შემტევი ვინისიუსი ამ ზაფხულს "რეალს" არცერთ ვარიანტში არ დატოვებს. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ბრაზილიელის მიზანი ოქროს ბურთის მოგებაა.

ადრე სპორტულ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომ საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბი მზაობას გამოთქვამდა, 24 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ მილიარდი გაეღო.

ESPN წერს იმასაც, რომ თუ ვინისიუსმა "ოქროს ბურთი" მოიგო, შემდეგ ზაფხულს შესაძლოა, "ბლანკოსიდან" წასვლაზე დაფიქრდეს კიდეც.

თანაც, მას გუნდთან კონტრაქტი უკვე მხოლოდ 2 წელიღა ექნება და თუ შრომითი ხელშეკრულება არ გაგრძელდა, "რეალს" მისი გაშვება შემდეგ უკვე დაბალ ფასად მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მილიარდად,დონ ფლორენტინო ამასაც გაყიდის,როდრიგოსაც მიაყოლებს,ახალ-მოთრეულ მბაპეს ქონიან ნიჩაბზე დასვამს და პანღურით მიაყოლებს,საკუთარ ცოლ-შვილსაც წაამატებს!ჰოოოო,ენდრიკი არ გამოგვრჩეს,მაგრამ იმას გაანათხოვრებს ჯერ)))))))))))
sandrex
12:27 26-08-2024
1
ოქროს ბურთი კროსის დავაფასოთ მისი სტილი და მისი ფეხბურთი ცოდოა ფეხბურთელი რომელიც დაჩაგრეთ იმიტომ რო წინაღმდეგ წავიდა საუდის არაბეთში წასვლით ესე გამოდის თუ კროსს არ მიცემთ ოქროს ბურთს ეს ბოლო შანსიაა უეფა თუ წაიკითხავ ის იმსახურებს ოქროს ბურთს იმედია ამჟამად იმოქმედებს სამართალი ის გენიალური ნახევარ მცველი იყო!!!!!!!!!!!!!!!!მსკრ..
სიმართლე
18:23 25-08-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული