კროოსი: არ მომწონს, რომ ფეხბურთელები საუდის არაბეთში გადადიან

AutoSharing Option
ლეგენდარულმა გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსტმა, რომელმაც ბუცები ლურსმანზე ამ ზაფხულს ჩამოჰკიდა, განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ფეხბურთელების გადასვლის წინააღმდეგია.

მან რამდენიმე თვის წინ გაბრი ვეიგა გააკრიტიკა, რომელმაც 21 წლის ასაკში "სელტადან" საუდის არაბეთის ჩემპიონატს მიაშურა და მისი საქციელი ნაჩოსა და ხოსელუს ტრანსფერს შეადარა.

"გაბრი ვეიგას ტრანსფერი ნაჩოსა და ხოსელუსგან სრულიად განსხვავებულია. ბოლო ორმა რამდენიმე ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ვეიგას კი 21 წლის ასაკში არაფრისთვის ჰქონდა მიღწეული.

საერთოდ ამ მომწონს გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ ფინანსურ მოტივებზეა დაფუძნებული და ამ ქვეყანაში სათამაშოდ ამიტომ მიდის.

სხვა
საქმეა თუ კრიშტიანო რონალდო, ნაჩო ან რომელიმე სხვა ხარ, რომლებიც უკვე მსოფლიოს მასშტაბით ლეგენდები არიან და ყველაფერს მიაღწიეს", - ციტირებს კროოსს The Athletic.
მკითხველის კომენტარები / 4 /
არაბეთში ისინი მიდიან, ვისაც ევროპაში არაფრის მიღწევის შანსი აქვს, გინდ 20 წლის იყოს და გინდ 30-ის... რაც შეეხება გაბრი ვეიგას, ამ ზაფხულს ნაპოლი ყიდულობდა და ტიპმა დროულად უშველა თავს...
დდდ
16:25 23-10-2024
3
პოლიტიკაში,რომ მიდიან მაგათზე რას იტყვი??
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული