"რეალის" ბოიკოტი გრძელდება, ურთიერთობა სრულიად გაწყდა - ვინისიუსია და "ოქროს ბურთის" ამბავის სკანდალის ახალი დეტალები

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca გვაუწყებს, რომ "რეალის" ბოიკოტი და "ოქროს ბურთის" ჩატარების წარმომადგენლებთან დაძაბული ურთიერთობა პიკს აღწევს.

მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ამ პრესტიჟულ ჯილდოს მადრიდელთა შემტევი ვინისიუსი ვერ მოიგებდა, პარიზში დაჯილდოვების ცერემონიაზე "სამეფო გუნდის" წევრები არ ჩავიდნენ, რასაც ორგანიზატორებმა წარმოუდგენელი საქციელი უწოდეს.

ახლა კი ირკვევა, რომ "რეალმა" France Football-თან ("ოქროს ბურთის" ჩამტარებელი გამოცემა) ურთიერთობა საბოლოდ გაწყვიტა. მადრიდელები ასევე უარს აცხადებენ ითანამშრომლონ UEFA-ს იმ წარმომადგენლობასთან, რომლებიც "ოქროს ბურთთან" რაიმეთი ასოცირდებიან.

Marca წერს იმასაც, რომ ვინისიუსი ახლა სრულიად გაოგნებულია და
ვერ ხვდება რა უნდა გააკეთოს ამაზე მეტი, რომ "ოქროს ბურთის" გამარჯვებულად გამოაცხადონ.

შეხსენებისთვის, ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ინდივიდუალური ჯილდო "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველს როდრის გადაეცა.

მეორე ადგილზე ვინისიუსი (რეალი) გავიდა, მესამეზე ჯუდ ბელინგემი (რეალი), მეოთხეზე დანიელ კარვახალი (რეალი), მეხუთეზე კი ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი).
მკითხველის კომენტარები / 15 /
ამისმა ტირილმა და ვაი-ვუიმ ტვინი მოხნა.
გიგა
14:24 04-11-2024
4
რა ბოთაობაა ფრანს ფუტბოლი თვითონ კი არ ავლენს გამარჯვებულს
გია
14:56 04-11-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული