ლა ლიგაში სამუელ ეტო’ოს შვილის დებიუტი შედგა

AutoSharing Option
ლა ლიგის 25-ე ტურში „რაიო ვალეკანო“ საკუთარ მოედანზე „ვილიარეალთან“ 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდში 87-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა სამუელ ეტო’ოს შვილი, 22 წლის ცენტრალური თავდამსხმელი ეტიენ ეტო,ო პინედა (სიმაღლე 191 სმ), რომელმაც პრიმერაზე პირველად ითამაშა.

ეტიენ ეტო’ო ესპანეთშია დაბადებული, „რაიო ვალეკანოს“ დუბლებში 13 მატჩში 21 გოლი გაიტანა, კამერუნის 20-წლამდე ნაკრებში 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 200 ათასი ევროა.

სამუელ ეტო’ო კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული