ჰენრიხ მხითარიანს ბაქოში ჩასვლა შეეშინდა

AutoSharing Option
ბრიტანული "ტელეგრაფის" ცნობით, "არსენალის" ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი ევროპა ლიგის მეორე ტურის მატჩში "ყარაბაღთან" არ ითამაშებს.

ჰენრიხი ბაქოში უსაფრთხოების გამო არ გაფრინდება და კლუბმა ჩათვალა, რომ მისი აზერბაიჯანში ჩასვლა რისკთანაა დაკავშირებული.

ყარაბაღის კონფლიქტის გამო სომხეთის მოქალაქეთა აზერბაიჯანში ჩასვლა პრობლემებთანაა დაკავშირებული, თუმცა ამ შემთხვევაში ეს გაზვიადებულია.

2015 წელს, როდესაც მხითარიანი "დორტმუნდში" თამაშობდა, "გაბალასთან" გასვლით მატჩში მონაწილეობაზე უარი თქვა.

მაშინ აზერბაიჯანის მხარემ ჰენრიხს სავიზო პრობლემები შეუქმნა, რადგან ოკუპირებულ ყარაბაღში ოფიციალური ბაქოს ნებართვის გარეშე იყო ნამყოფი.

altვაკო გვილია: ჩემთვის მისაბაძი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანია

მკითხველის კომენტარები / 2 /
წინდახედულება კიარა სომხური ჩაატარა,რა სისულელეა ვინრაუნდა უქნას,მაგის გიჟები არიან აზერები ერთი კაცის გამო მასმედიის პრობლემა დაიტეხონ თავს...მაქსიმუმ ვინმეს შეეგინებია ტრიბუნიდან,ეგ კი ისედაც არაკლიათ და არუკვირთ ფეხბურთელებს
euhh
14:46 02-10-2018
1
სწორადაც მოიქცა რაიმე ინციდენტს შეიძლება დიდი უსიამოვნებები მოყოლოდა. ერთგვარი წინდახედულებაა და არა შიში.
David
03:35 02-10-2018
8

სიახლეები პოპულარული