ევროპა ლიგა. II ტური: ოქრიაშვილმა შესვლისთანავე "სევილიას" მაკრატელა გაუტანა და "კრასნოდარმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგაზე მე-2 ტურის დარჩენილი 12 მატჩი ჩატარდა და ალბათ, ამ ტურში საუკეთესო გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

"კრასნოდარმა" საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო "სევილიას". გამარჯვების ულამაზესი გოლი ოქრიაშვილმა 88-ე წუთზე მაკრატელათი გაიტანა. ის შეცვლაზე 84-ე წუთზე შევიდა.


"სპარტაკი" მოსკოვში დაუზავდა "ვილიარეალს" (3:3). ამ მატჩში "ყვითელმა" სუბმარინამ" ანგარიში 96-ე წუთზე გაათანაბრა - პენალტით კასორლამ. "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მწვრთნელმა მასიმო კარერამ განაცხადში არ შეიყვანა.

"აინტრახტმა" ფრანკფურტში 4:1 მოუგო "ლაციოს". ევროტურნირებზე იტალიური გუნდების წარმატებულად ასპარეზობის
ფონზე რომელთა ასეთი განადგურება მართლაც გასაკვირია.

კიევის "დინამო" ჩეხეთში 2:0-ს უგებდა "იაბლონეცს" და საბოლოოდ ფრით მოუწია დაკმაყოფილება - 2:2.

"ჩელსიმ" ლონდონში მეორე ტაიმში მორატას გატანილი გოლით 1:0 მოუგო "ვიდეოტონს".

G ჯგუფი
რეინჯერსი - რაპიდი 3:1
გოლები: 0:1 ბერიშა (41), 1:1 მორელოსი (43), 2:1 ტავერნიერი (84, პენ), 3:1 მორელოსი (90+4)

სპარტაკი (მ) - ვილიარეალი 3:3
გოლები: 0:1 ეკამბი (13), 1:1 ზე ლუისი (34, პენ), 1:2 ფორნალსი (49), 2:2 ზე ლუისი (82), 3:2 მელგახერო (85), 3:3 კასორლა (90+6, პენ)

H ჯგუფი
აპოლონი - მარსელი 2:2
გოლები: 0:1 პაიე (50), 0:2 ლუის გუსტავო (67), 1:2 მარკოვიჩი 74), 2:2 ზელაია (90)

აინტრახტი - ლაციო 4:1
გოლები: 1:0 და კოსტა (4), 1:1 პაოლო (23), 2:1 კოსტიჩი (28), 3:1 იოვიჩი (52), 4:1 და კოსტა (90)
გაძევება: ბასტა (ლაციო, 45), კორეა (ლაციო, 58)

I ჯგუფი
მალმიო - ბეშიქთაში 2:0
გოლები: 1:0 ერკინი (53, საკ. კარში), 2:0 როზენბერგი (76, პენ)

სარპსპორგი - გენკი 3:1
გოლები: 1:0 მორტენსენი (5), 1:1 ტროსარდი (49), 2:1 ზაჰარიასენი (54), 3:1 მორტენსენი (63)

J ჯგუფი
კრასნოდარი - სევილია 2:1
გოლები: 0:1 ნოლიტო (43), 1:1 პერეირა (72), ოქრიაშვილი (88)

სტანდარდი - ახისარსპორი 2:1
გოლები: 1:0 ემონდი (17), 1:1 აიკი (32), 2:1 ჯენეპო (40)

K ჯგუფი
ასტანა - რენი 2:0
გოლები: 1:0 ზაინუტდინოვი (64), 2:0 ტომასოვი (90+1)

იაბლონეცი - დინამო (კ) 2:2
გოლები: 0:1 ციგანკოვი (8), 0:2 გარმაში (14), 1:2 ჰოვორკა (33), 2:2 ტრავნიკი (81)

L ჯგუფი
ბატე - პაოკი 1:4
გოლები: 0:1 პრიიოვიჩი (6), 0:2 ჟაბა (11), 0:3 ჟაბა (17), 1:3 სკავიჩი (61), 1:4 პელკასი (73)

ჩელსი - ვიდეოტონი 1:0
გოლი: 1:0 მორატა (70)

მკითხველის კომენტარები / 16 /
საღოლ თოკო, მადლობა რომ ასე გაგვახარე!
B-52
16:04 05-10-2018
0
დამისახელეთ თუნდაც ერთი სუპერვარსკვლავი, რომელმაც რამეს მიაღწია თავდაუზოგავი შრომისა და ვარჯიშის გარეშე, არ არსებობს ასეთი რამ. ჰოდა ივარჯიშეთ ბიჭებო და და არაფრით ნაკლებნი არა ხართ არავიზე, ეს გოლიც ამისი დასტურია, რა ნაკრები გვეყოლება თუ ეს ბიჭები უტრავმოდ იქნებიან! ტრავმას კი უმრავლეს შემთხვევაში უვარჯიშებლობა იწვევს, წინ ოქრი და კომპანიავ, დიდი შედეგის დადება შეგიძლიათ, მხოლოდ ივარჯიშეთ და არ მოდუნდეთ.
ბმბ
14:15 05-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული