ევროპა ლიგა. III ტური: ლოფტუს-ჩიკმა "ჩელსის" მაისურით ჰეთ-თრიკი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე ტურის დარჩენილ 12 მატჩში ქართველ ლეგიონერებს არ უასპარეზიათ.

"სპარტაკი" გლაზგოში "რეინჯერსს" დაუზავდა (0:0). "სპარტაკმა" ამ სეზონში ევროტურნირებზე ჩატარებული 5 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო. მოსკოვური გუნდის ახალმა მწვრთნელმა რაულ რიანჩომ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე თან არ იახლა და ბაზაზე დატოვა სავარჯიშოდ.

"კრასნოდარი" ლიეჟში "სტანდარდთან" კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლით 1:2 დამარცხდა. "კრასნოდარმა" ყველა ტურნირზე მოგებული 7 შეხვედრის შემდეგ მიჯრით მესამე მარცხი იწვნია. ყუბანური გუნდის შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია.

"ჩელსიმ" "ბატე" 3:1 დაამარცხა, მისმა 22 წლის ნახევარმცველმა ლოფტუს-ჩიკმა კი კარიერაში
პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.


კიევის "დინამოს" 84-ე წუთზე "რენთან" გასვლით მატჩში მცველი შეპელევი გაუძევეს, მაგრამ კაცნაკლულებმა მოახერხეს გადამწყვეტი გოლის გატანა და 2:1 მოიგეს.

G ჯგუფი
რეინჯერსი - სპარტაკი 0:0

ვილიარეალი - რაპიდი 5:0
გოლები: 1:0 ფორნალსი (26),2:0  ეკიმბი (30), 3:0 ბრაცი (45, საკ. კარში), 4:0 რაბა (66), 5:0 მორენო (85)
გაძევება (კოსტა, 79, ვილიარეალი)

H ჯგუფი
აინტრახტი - აპოლონი 2:0
გოლები: 1:0 კოსტიჩი (13), 2:0 ჰალერი (32)

მარსელი - ლაციო 1:3
გოლები: 0:1 უოლესი (10), კაისედო (59), 1:2 პაიე (86), მარუშიკი (90)


I ჯგუფი
სარპსბორგი - მალმიო 1:1
გოლები: 0:1 ვინდჰეიმი (79), 1:1 ჰალვორსენი (87)

ბეშიქთაში - გენკი 2:4
გოლები: 0:1 სამატა (23), 0:2 სამატა (70), 1:2 ვაგნერი (74), 1:3 ნდონგალა (81), 1:4 პიოტროვსკი (83), 2:4 ვაგნერი (86)

J ჯგუფი
სტანდარდი - კრასნოდარი 2:1
გოლები: 0:1 არი (39), 1:1 ემონდი (47), 2:1 ლაფისი (90+3)

სევილია - ახისარი 6:0
გოლები: 1:0 მესა (7), 2:0 სარაბია (9, პენ), 3:0 პრომესი (35), 4:0 მურიელი (50), 5:0 პრომესი (60), 6:0 მერკადო (67)

K ჯგუფი
იაბლონეცი - ასტანა 1:1
გოლები: 1:0 პოვაზანეცი (4), 1:1 ენრიკე (11)

რენი - დინამო (კ) 1:2
გოლები: 0:1 კანძერა (21), 1:1 გრენიერი (40), 1:2 ბუიალიცკი (89)
გაძევება: შეპელევი (84, დინამო)

L ჯგუფი
ჩელსი - ბატე 3:1
გოლები: 1:0 ლოფტუს-ჩიკი (2), 2:0 ლოფტუს-ჩიკი (8), 3:0 ლოფტუს-ჩიკი (54), 3:1 რიოსი (79)

პაოკ - მოლ ვიდი 0:2
გოლები: 0:1 ხუჟტი (12), 0:2 სტოპირა (45)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჭანტურიშვილს რას ერჩით ითამაშა კაცმა
ზორბეგი
07:30 26-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული