ბაქოს ფინალის წინ მესუთ იოზილი აზერბაიჯანელ ძმებს აზერბაიჯანულ ენაზე მიესალმა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის ფინალის წინ "არსენალის" ნახევარმცველი მესუთ იოზილი გულშემატკივრებს აზერბაიჯანულ ენაზე მიესალმა.

"7 დღე ბაქოს გრანდიოზულ ფინალამდე. ჩემო აზერბაიჯანელო ძმებო! ჩვენ ეს გავაკეთეთ, ჩვენ ფინალში ვართ! ბაქოში შეხვედრამდე", - დაწერა იოზილმა "ტვიტერზე".

იოზილი წარმოშობით თურქია, აზერბაიჯანული კი თურქულ ენათა სამხრეთდასავლურ ჯგუფს მიეკუთვნება.

ამ მატჩში უსაფრთხოების გამო მონაწილეობას არ მიიღებს "მეთოფეთა" სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი.

ევროპა ლიგის ფინალი ბაქოში 29 მაისს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული